თანამედროვე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ძალზე პოპულარულია სატელეკომუნიკაციოო
პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა ერთობლივ მუშაობას მათთვის საინტერესო თემებზე. მივესალმები სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების საერთო კულტურის ჩამოყალიბებას. მოხარული ვიქნები, თუკი მომეცემა საშუალება ჩემი გამოცდილება, შესაძლებლობები წარვმართო ახლებური საქმისაკენ. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ვარ მშვიდი, რაც მიადვილებს საზოგადოებასთან
ურთიერთობას.
უმაღლესი განათლება მივიღე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამინდელი ტექნიკური უნივერსიტეტი), ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. 1984 წელს, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი გამანაწილეს რუსთავის “ავტომატიკის ინსტიტუტში” ინჟინრად, შემდგომ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც ვმუშაობდი ინსტიტუტის ლიკვიდაციამდე. 1993-2001 წლებში ვმუშაობდი საქართველო-ავსტრიის ერთობლივ საწარმო “მარტენში” პროგრამისტად. 2001 წლიდან დღემდე ვმუშაობ რუსთავის №2 საჯარო სკოლაში ინფორმატიკის პედაგოგად. 2007 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტში “რვალი” IT სპეციალისტად. ვარ შრომისმოყვარე და მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.
2007 წელს მონაწილეობა მაქვს მიღებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დირექტორობის კონკურსში და მოვხვდი წარმატებულ ხუთეულში.
მონაწილეობა მაქვს მიღებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსებში.
Ø სპეციალიზებული მათემატიკის კაბინეტი - ქ. რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 31.08.2002წ - პროექტის მონაწილე.
Ø სკოლა და გარემოს დაცვა პროექტის მონაწილე, მოპოვებულია გრანტი.
Ø მონაწილეობა მივიღე არასამთავრობო ორგანიზაჩია IREX-ის მიერ წარმოდგენილ პროექტში თემაზე: “სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს სტატისტიკურ მახასიათებელთა იდენტიფიკაციისა და პროგნოზის კომპიუტერული სისტემის დამუშავება 17.11.2003წ.
Ø სერტიფიკატი - 2007 წელი – “ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა I საერთაშორისო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის;
Ø განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფონდი “ირმის ნახტომი”
გამარჯვების დიპლომი ნომინაციაში - კოსმოსური ოდისეა
– “მოგზაურობა მზის სისტემის პლანეტებისაკენ”;
Ø სერტიფიკატი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ “ირმის ნახტომის” და „ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ინტეგრირებული საგაკვეთილო გეგმების 2008 წლის საზაფხულო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
Ø ეროვნულისასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ჩატარებული გრანდიოზული, ორდღიანი ღონისძიება – „სასკოლო გამოფენა 2008“ და სასკოლო კონფერენციის გამარჯვებული მონაწილე (გამოცდილება გავუზიარე პედაგოგებს).
Ø დიპლომი - 2008 წლის 7 ივნისი, საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი „რვალი“– ის სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაში მიღწეული წარმატებებისათვის;
Ø დიპლომი - 2008 წლის 14 ივნისი, საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტი „რვალი“–ის სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებისათვის;
Ø 2008 წლის 19-20 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში - რეალობა და ინიციატივები კონფერენციის მონაწილე (გამოცდილება გავუზიარე პედაგოგებს).
Ø სიგელი – 2009 წელი, რუსთავის სსიპ 32 სკოლა, „მოსწავლეებთან კლასგარეშე საქმიანობაში გაწეული ღვაწლისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსში მოპოვებული წარმატებისათვის“;
Ø სერტიფიკატი - 2009 წლის 5 მაისი, „ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა III რესპუბლიკური ოლიმპიადაში ადგილის დაკავებისათვის;
Ø სერტიფიკატი - 2009 წლის 14-16 მაისი, “ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა III საერთაშორისო ოლიმპიადაში” III ადგილის დაკავებისათვის;
Ø დიპლომი – 2009 წლის 9 ივნისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში “კარი დიპლომატიისაკენ” ოქროს ჯილდოს მოპოვებისათვის;
Ø 2010წ. – ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში III ადგილის დაკავებისათვის;
Ø 2010წ. – ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა IV საერთაშორისო ოლიმპიადაში IIადგილის დაკავებისათვის;
Ø 2009წ. - აშში-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში “კარი დიპლომატიისაკენ ოქროს ჯილდოს მოპოვებისათვის იხ. ვებგვერდი – www.cultureclub.ge
Ø 2010წ. - მადლობის ფურცელი 64-ე რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობისათვის;
Ø 2010წ. - სერთიფიკატი “ნოვატორში” მონაწილეობისათვის;
Ø 2010წ. - ეროვნული გამოცდების კურატორი;
Ø 2010წ. - თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებული კონკურსი “ჩემი სვეტიცხოველი”, კინოდოკუმენტალისტების სექციაში სამი მოსწავლე დაჯილდოვდა დიპლომებით.
Ø 2011წ. – “ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების” თემაზე საპროექტო იდეის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული “III ადგილი აიგო XII კლასის მოსწავლემ გიგა ნოდიამ”;
Ø 2011წ.
- მადლობის ფურცელი 65-ე რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობისათვის;
Ø 2011წ.
- საატესტატო გამოცდების “ა” კლასის მეთვალყურე;
Ø 2011–2012 სასწ.წ. – სსიპ ქ. რუსთავის №2 საჯარო სკოლა – სიგელი – თავდადებული შრომისა და მოპოვებული წარმატებებისათვის ;
Ø 2011–2012 სასწ.წ. – სსიპ ქ. რუსთავის №2 საჯარო სკოლა – სიგელი – ვაჟა–ფშაველას იუბილესადმი მიძღვნილ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისათვის;
Ø 2012წ. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII რესპუბლიკურ ოლიმპიადაში I და II ადგილის დაკავებისათვის;
Ø 2012წ. – ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადაში II ადგილის დაკავებისა ვერცხლის მედლების მოპოვებისათვის;
Ø 2012წ. – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტრენერის სერტიფიკატი.
მოწინავე ქვეყნებში განათლების ინფორმატიზაციის პროგრამა წარმოადგენს პედაგოგიური საქმიანობის შინაარსის და ტექნოლოგიების რეფორმის პროგრამას.
აქედან გამომდინარე, მე, როგორც პედაგოგი/ტრენერი, ვარ სამართლიანი, ვიშრომებ იმისთვის, რათა მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მოსახლეობას ქონდეთ საუკეთესო და თანამედროვე გარემო, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისათვის. მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კონკურსში - "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში"
წინასწარ გიხდით
მადლობას გულისხმიერებისათვის.
პატივისცემით,
დალი
ხარებაშვილი
03.12.2013
წ.
წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო დალი. პატივისცემით, პავლე
ReplyDeleteუღრმესი მადლობა ბატონო პავლე!
ReplyDelete