სასკოლო გამოფენა ექსპოჯორჯიაში
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, გამოაცხადა კონკურსი – სასკოლო გამოფენა, რომლის მიზანი იყო გამორჩეული და საინტერესო სასკოლო პროექტების საზოგადოებისთვის გაცნობა. რასაკვირველია, გავაგზავნე სასკოლო გამოფენაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის ორი ფორმა და ამჯერადაც სსიპ ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა ”კოსმოსური ოდისეა - მოგზაურობა მზის სისტემის პლანეტებისაკენ” _ „მთვარე“, და ”შიდსის პრევენციის, შიდსის სოლიდარობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და ანტინარკოტიკული თემა“ გამარჯვება დაიმსახურა. სასკოლო გამოფენა გაიმართა ექსპოჯორჯიის მე-11 პავილიონში.
მონაწილე პედაგოგები: დალი ხარებაშვილი და რუსუდან აბაშიძე
კონკურსი - კავკასია ჩვენი სახლია
სტუმრად თბილისის პირველი ექსპერიმენტალური
სკოლის "ჯეოკლასში"
მათემატიკის საერთაშორისო დღე
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII
რესპუბლიკური ოლიმპიადა
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VIII რესპუბლიკური ოლიმპიადა ჩატარდა ქ.
რუსთავში.
ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი სკოლის მოსწავლეები:
გამბარ ბაირამოვი, ლევან კურტანიძე, საბა მიგრიაული და სალომე აბულაშვილი.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI
საერთაშორისო ოლიმპიადა
დაწყებითების ღია ინტეგრირებული გაკვეთილი "
ჯეოკლასში"
მომავლის კლასის პრეზენტაცია
- ინტეგრირებული გაკვეთილი, გაკვეთილის თემა: "მეფეთა მზე თამარი". კლასი–VI,
ისტორიის პედაგოგი – ხათუნა ნოზაძე, ისტ–ის პედაგოგი დალი ხარებაშვილი
ანბანის შემობრძანება
პირველი კლასის ღონისძიება ჭკვიანი დაფის გამოყენებით. პედაგოგები: ლია
ზედგინიძე და ცისანა კვაჭანტირაძე ისტ-ის პედაგოგი დალი ხარებაშვილი
ახალი 2013/2014 სასწავლო წელი
ქიმიის საოცრებათა სამყაროში
ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი
"ჭკვიანი დაფის" გამოყენებით
ლიტერატურული სალონი "ჭკვიანი დაფის
გამოყენებით"
საინფორმაციო მენეჯერის პროგრამა გამოცემული წიგნის სახით
კონკურსი - "კარი დიპლომატიისაკენ" მონაწილე მოსწავლეები: ოლღა შერმადინი, თეონა კონტრიძე, ბადრი კიკაჩეიშვილი პედაგოგი დალი ხარებაშვილი -
„კულტურის კლუბის“ ჩამოყალიბების წინაპირობა იყო საერთაშორისო პროექტი „კარი დიპლომატიისაკენ“, იგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ საგანმანათლებლო ვებპროექტების შექმნას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის შესახებ.
„კულტურის კლუბის“ ორგანიზატორები არიან თეონა კონტრიძე, ოლიკო შერმადინი და ბადრი კიკაჩეიშვილი. მათ ჩემი თანადგომით დაწერეს პროექტი. კლუბს აქვს ბეჭედი, ლოგო. კლუბის ფუნქციონირებისათვის ერთობლივად მოვიძიეთ სახსრები. კლუბს სპონსორობა გაუწია შემდეგმა ორგანიზაციებმა: პირველი დიდი წარმატება კულტურის კლუბს მოუტანა „მარტის დიდმა პრეზენტაციამ“, რომელიც გაიმართა მერიის სხდომათა დარბაზში. ქალაქის მასშტაბით მონაწილეობას იღებდა 5 საჯარო სკოლა. თითოეულ მათგანს შერჩეულ ქვეყანაში უნდა მოეხდინა „საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია“. ყველა გუნდი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით.
რამდენიმე თვიანი მუშაობის ამსახველი დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა განვათავსეთ ვებგვერდზე http://cultureclub.ge/ და აი შედეგიც: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგვაჯილდოვა “ოქროს ჯილდოთი”.
კულტურის კლუბს თანადგომა გაუწიეს ისეთმა სპონსორმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა: რუსთავის მერიის კულტურის სამსახური – ბატონი იმედა ვარდიაშვილი, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი – ქალბატონი მარინა უგულავა, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოში – ვახტანგ ლომჟარია, საერო ინსტიტუტი `რვალი" ნუგზარ ჩერქეზიშვილი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატ-კლუბი – თამარ შერმადინი, შპს „საქცემენტის“ რუსთავის ცემენტის ქარხანა – მამუკა სულაძე, გამომცემლობა - „ბაკურ სულაკაური“, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – გიორგი თვალიშვილი, რუსთავის ისტორიული მუზეუმი – მანანა ხავთასი.
ქალბატონო დალი, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ნანახით, აქ ჩანს თქვენი დაუღალავი შრომის შედეგი. ჩემთვის ცნობილია თქვენი წარმატებები, მაგრამ ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კვლავაც გისურვებთ უდიდეს წარმატებებს, თქვენ ხომ ყოველთვის მზად ხართ ხელი შეუწყოთ ინოვაციური პროექტების განხორციელებას სკოლაში.
ReplyDeleteმარინა კაპანაძე (საინფორმაციო მენეჯერი)
ქალბატონო დალი,
ReplyDeleteვიცი, რომ ენერგიით სავსე ქალბატონი ხართ და ბევრი საინტერესო პროექტი გაქვთ განხორციელებული, ბევრ კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ერთად შეჯამებულად ყველაფრის ნახვამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და ბევრ წარმატება მომელოცოს მომავალში