https://drive.google.com/drive/my-drive
ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა XI რესპუბლიკური ოლიმპიადა
ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა XI რესპუბლიკური ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლე: თორნიკე სხირტლაძე - VIIIგ კლასი, პედაგოგი - დალი ხარებაშვილი.
ნახატების კონკურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და
2016 წლის 27 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოეწყო კონკურსის „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“, მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება. მინისტრმა ბატონმა გიორგი მღებრიშვილმა დააჯილდოვა გამარჯვებული მოსწავლეები. „ნახატების“ კონკურსში გაიმარჯვა ჩვენი სკოლის Xდ კლასის მოსწავლემ მარიამ ტოგონიძემ - ხელმძღვანელი დალი ხარებაშვილი
„ფოტო სინთეზი“ 2015
კიდევ ერთი გამარჯვება მე-2 სკოლას!!!
CENN-ის კონკურსი „ფოტო სინთეზის“ ეროვნული ტური და ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია 21 მარტს 13:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. სასკოლო კონკურს „ფოტო სინთეზის“ ეროვნული დონის ფინალური ტურში, მონაწილეობას ღებულობდნენ გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის იყო ჩვენი სკოლაც.
ფოტოკონკურსი, რომლის სლოგანია „ტყე შეშა არ არის“, ჩატარდა პროექტის “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; კონკურსი წარიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. მისი პარტნიორები იყვნენ სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები.
ფინალურ ტურში გამოფენილი იყო ეროვნულ ტურში მონაწილე მოსწავლეების 31 საკონკურსო ნამუშევარი. ამ ნამუშევრებს შორის იყო ჩვენი სკოლის VIბ კლასის მოსწავლის ბაჩანა ბექაურის მიერ გადაღებული ფოტო ანანურში.
ეროვნული ტურის შედეგად გამოვლინდა სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი და სამი გამარჯვებული სასკოლო სტენდი, მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მიერ წარდგენილი სტენდიც, რომლის პრეზენტაცია-დაცვაც წარმართა VIIIგ კლასის მოსწავლემ ბაია ჩიხრაძემ. მან სკოლას მოუტანა გამარჯვება - სკოლას გადაეცა „მწვანე სკოლის“ დროშა და მიენიჭა „საზაფხულო

სკოლების“ მუდმივი მონაწილის სტატუსი..
კონკურს „ფოტო სინთეზი“ სკოლაში ხელმძღვანელობას უწევდნენ ბიოლოგიის პედაგოგი - რუსუდან აბაშიძე და საინფორმაციო მენეჯერი/ინფორმატიკის პედაგოგი - დალი ხარებაშვილი სკოლის დირექტორის თანადგომით. ამ გრანდიოზულ კონკურსში დიდი წვლილი შეიტანეს „ეკო-კლუბის“ მოსწავლეებმა: რუსუდან ნაჭყებიამ, ნიკოლოზ ნოზაძემ, რეზი მენთეშაშვილმა, გურამ რეხვიაშვილმა, კესარია ჯღარკავამ, ნიკა ფოფხაძემ, მარიამ აბაშიძემ და სხვებმა.

კინო სკოლაში
„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დამხარდაჭერით ხორციელდება. და აი, 2015 წლის 6 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებული 10 საუკეთესო კინოსკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა თამარ სანიკიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დააჯილდოვეს. 10 საუკეთესო კინოსკოლიდან ერთ-ერთი სსიპ ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლაა, ხოლო IXდ კლასის მოსწავლეებს თამარ მანჯავიძეს და მარიამ თალაკვაძეს გადაეცათ პლანშეტები და სერტიფიკატები ინგლისელი კინორეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფანჯარა ეზოს მხარეს“ საუკეთესო პოსტერის შექმნისათვის.
მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში
და აი, კიდევ ერთი გამარჯვება მე-2 სკოლას!!!
დედამიწის საათი, კამპანიის ფარგლებში CENN-მა სკოლის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა პოსტერების რეგიონული კონკურსი თემაზე: „მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში“.
სკოლის დირექტორის თანადგომით აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის VIIIდ კლასის მოსწავლეებმა თამთა მანჯავიძემ და მარიამ ტოგონიძემ. მათ მიერ შექმნილ პოსტერს სლოგანად ქონდა: „მე ვარ რუსთავი - ნუ დამიბინძურებთ მტკვარს“. და აი მინდა გაუწყოთ, რომ CENN-მა საუკეთესო პოსტერად აღიარა ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევარი, რომელსაც დირექტორის დავალებით ხელმძღვანელობდა საინფორმაციო მენეჯერი/ინფორმატიკის პედაგოგი დალი ხარებაშვილი.
თამთა და მარიამი დალი მასწავლებელთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ 2015 წლის 28 მარტს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში დაგეგმილ მწვანე კამპანიაში.

სვეტიცხოვლის დაარსება და 1000 წლის იუბილე
თემის ავტორები - გიორგი ბეჟუაშვილი და გიორგი მანგოშვილი
თემის დასახელება - დოკუმენტური ფილმი - “სვეტიცხოვლის დაარსება და 1000 წლის იუბილე”
მისამართი - გ. ნიკოლაძის ქ. #6
რეცენზენტის გვარი, სახელი (გარკვევით) - ხათუნა ნოზაძე
ნაშრომში დოკუმენტური ფილმი - “სვეტიცხოვლის დაარსება და 1000 წლის იუბილე” წარმოდგენილია ფილმის “დიდოსტატის მარჯვენას” გამოყენების აუცილებლობაზე დამადასტურებელი ფაქტები. ავტორთა ჯგუფს გულმოდგინეთ შეუსწავლიათ სვეტიცხოვლის ისტორია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ, შონყ Vეგას პროგრამით შექმნეს დოკუმენტური ვიდეოფილმი. ვიდეოფილმში გამოყენებულია აგრეთვე მასწავლებლის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა სვეტიცხოვლის 1000 წლის იუბილეზე.
ნაშრომი შეიძლება დადებითად შეფასდეს, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, ბევრი უშრომიათ, სადაც არაჩვეულებრივი და უაღრესად საინტერესო მასალისათვის მოუყრიათ თავი. მოსწავლეები თავისუფალ დროს სწორად ანაწილებენ. აღნიშნული ნაშრომი სტიმულის მიმცემი იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, რათა თავისუფლად გამოიყენონ ისტორიული ფილმები და კომპიუტერი ერთობლივი კონკურსებისა თუ კონფერენციებისათვის. კარგი იქნება, თუ შემდგომში მუშაობისას ავტორები ამ თემაზე გამოუშვებენ დისკებს.
საქართველოს ხედები
ავტორი: დიმიტრი ცუცქირიძე
კონკურსი - კოსმოსური ოდისეა - "მოგზაურობა მზის
სისტემის პლანეტებისაკენ" - მთვარე.
მონაწილე მოსწავლეები: ირაკლი ნინუა, თეონა კონტრიძე, ოლღა შერმადინი
, თორნიკე გოგუაძე, თორნიკე ყოჩიაშვილი, ბექა ბარაბაძე, თორნიკე
არჯევანიძე, თეონა ბარბაქაძე, ნოდარ ხუციშვილი. პედაგოგი დალი ხარებაშვილი. რესპუბლიკ
ის მაშტაბით გუნდმა აიღო II ადგილი. პროექტი დაცული იქნა ივ.
ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის II კორპუსში.
XIIბ კლასის ბოლო ზარისათვის მომზადებული ვიდეო. ავტორი - ირაკლი ნინუა.
V კლასის მოსწავლეების - თამთა ქაშაკაშვილის და ნატალი ბაიდოშვილის ნამუშევრები "Paint"-ში
ინოვაციური ვიდეო მოძიებული იქნა სკოლის მოსწავლის ლუკა ცარელაშვილის მიერ
აშშ-ს პრეზიდენტები
სასწავლო ვიდეო მოძიებული იქნა სკოლის მოსწავლის ლუკა ცარელაშვილის მიერ
სასწავლო ვიდეო მოძიებული იქნა სკოლის მოსწავლის დავით კვირიკაშვილის მიერ
ინოვაციური ვიდეო მოძიებული იქნა სკოლის მოსწავლის დავით კვირიკაშვილის მიერ
ავტორები : საბა მიგრიაული და სანდრო კუპატაძე
გთხოვთ, შეაფასოთ გვერდი
ReplyDelete